07:24 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
ვიდეო

წაიკითხეთ ლექსი ომზე: რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი გამარჯვების 75-ე იუბილეზე

მოკლე ბმულის მიღება
106 0 0
© video: Sputnik .

გამარჯვების 75-ე წლისთავის წინ Sputnik-მა კომენტარი სთხოვა რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს, თუ რა განწყობით ხვდება პანდემიის პირობებში ამ იუბილეს.

მატვიენკოს თქმით, ემოციური მუხტის მიღება სამხედრო პოეზიით შეიძლება, და თავად წაიკითხა მისი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი. Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან აღნიშნა, რატომ შეაჩერა არჩევანი რობერტ როჟდესტვენსკის პოეზიაზე.

— როგორ წარმოგიდგენიათ გამარჯვების დღის იუბილეს აღნიშვნა არსებულ პირობებში? თქვენ საუბრობდით საოჯახო არქივებზე, ფოტოებზე, კიდევ რა შეგიძლიათ გვირჩიოთ მოვლენის მნიშვნელობის გასააზრებლად?

— ლექსები... ლექსები ომზე. წაიკითხეთ თვითონ, წაუკითხეთ ბავშვებს. დსთ-ის პარლამენტთშორისი ასამბლეის ფარგლებში ჩვენ შევქმენით პროექტი: რამდენიმე ადამიანი — მსახიობი, ვეტერანი, პოლიტიკოსი და ახალგაზრდობის წარმომადგენელი კითხულობს ერთ ნაწარმოებს — ლექსს დიდ სამამულო ომზე. მე და ჩემმა კოლეგებმაც მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში. არჩევანი თავად გავაკეთე, თუ რა უნდა წამეკითხა. მინდა გითხრათ, რომ ავიღე სერიოზული პაუზა —  მთელი თვე, იმდენად რთული აღმოჩნდა ეს. ლამის ჩავშალე პროექტი.

არ მინდოდა ფორმალურად მივდგომოდი. საერთოდ არ შემიძლია ფორმალურობა... მომიწია გადამეკითხა სამხედრო პოეზია. განმეცადა კიდეც... საერთოდ არ ვნანობ. მივიღე ძალიან ძლიერი და ძალიან საჭირო შთაბეჭდილებები გამარჯვების დღის წინ. ეს ერთგვარი განწმენდა, კათარზისი იყო. განსაკუთრებით, როცა ფრონტელი პოეტების შემოქმედებას ვკითხულობდი.

— კონკრეტულად ვისმა ნაწარმოებებმა შეგძრათ?

— სიმონოვის, ტვარდოვსკის, ოკუჯავას, დრუნინის, ბერგჰოლცის... Я убит подо Ржевом, Если дорог тебе твой дом, Я ухожу от пули, Ты вернешься, Накануне… იმდენად იგრძნობა კონკრეტული ადამიანი ჯაროსკაცში, რომელიც უკიდეგანო ომის წინაშე დგას, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს... როგორი რწმენა და სისასტიკეა მათში, მომავლისადმი მოვალეობის გაცნობიერება. და იმავდროულად, სიცოცხლისადმი სიყვარული. ის ზუსტ, ძუნწ, უბრალო დეტალებშია. თითოეულ სიტყვაში. სწორედ ფრონტელებთან. პირდაპირ ფრონტის შეგრძენებებს განგაცდევინებს...

მაგრამ მაინც როჟდესტვენსკის „რექვიემზე“ შევჩერდი. ჩემთვისვე მოულოდნელად. ეს ნაწარმოები თითქოს ყველასთვის ცნობილია, მისი ყველა სიტყვა წაკითხულია, წარმოთქმულია, გაგონილია. მაგრამ მასში კოსმიური ძალაა, მასშტაბი! იცით, ეს თითქოს გარედან დანახული წარსულია, ტკივილი, ტრაგედია. ამ დროის გადასახედიდან მონუმენტალურად ჩანს, მარადიულად. კითხულობ და რაღაც მაგიაა - უბრალო სიტყვებია, მაგრამ თითქოს უფრო დიდი, ძლიერი ხდები. წაიკითხეთ.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები