07:31 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ფაქტი გამოავლინა

მოკლე ბმულის მიღება
210 0 0

პოლიცია საგანგებო მდგომარეობისა და საკომენდანტო საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობისა და საკომენდანტო საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის დილის 6 საათამდე საკომენდანტო საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დაჯარიმდა.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 2 მოქალაქე.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 50 პირი დააჯარიმეს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები