ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისელების აპლოდისმენტები ექიმებს - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქის მკვიდრებმა აქცია-პერფორმანსის დროს საკუთარი სახლების აივნებიდან აპლოდისმენტებითა და შეძახილებით გადაუხადეს მადლობა ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

 აქცია ოთხშაბათს საღამოს თბილისის რამდენიმე უბანში გაიმართა. ადამიანები ფანჯრებიდან და აივნებიდან ტაშს უკრავდნენ.

მანამდე ექიმების მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს ორემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პირადად იმყოფებოდა თბილისის ინფექციურ კლინიკაში, სადაც 30 ინფიცირებული მკურნალობს.

დღეისათვის საქართველოს კორონავირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ქვეყანაში ვირუსის გადადების პირველი შემთხვევა კი - 7 მარტს. ექიმების მონაცემებით, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 11-ს პნევმონია განუვითარდა.

კორონავირუსის მქონე პაციენტებისატვის საქართველოს ხელისუფლებამ 3,6 ათასი ადგილი გამოყო ხუთ სახელმწიფო კლინიკაში. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს საკმარისი იქნება დაავადებასთან გასამკლავებლად.

ყველა ახალი ამბავი
0