05:28 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ვიდეო

ფაშინიანს თბილისში ლამაზად დახვდნენ – ცერემონია ვიდეოზე აღბეჭდეს

მოკლე ბმულის მიღება
132 0 0
© Sputnik / STRINGER

მეგობრული გადახვევა და საზეიმო გარემო – სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში ლამაზად დახვდნენ.

მისალმების ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში გაიმართა. უცხოურ დელეგაციას პირადად უმასპინძლა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ.

ეს ფაშინიანის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ფაშინიანმა უკვე აწარმოა ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებები. სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ. განსაკუთრებიით ცნობილია ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები