პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა – ვიდეო

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას „ალფა პვპ“-ს, „ჰეროინის“, „მორფინის“, „მეტადონისა“ და „კოდეინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0