თბილისში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა – ვიდეო

გამოწერა
სამების საკათედრო ტაძარში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ გახდა 500-ზე მეტი ბავშვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული.

ბავშვების ტირილი ამ ცერემონიაზე სიხარულის მომტანია. პატრიარქის მიერ ასობით ბავშვი მოინათლა.

გუშინ თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ბავშვების მორიგი მასობრივი ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათული გახდა 500-ზე მეტი ბავშვი. დღეისათვის ილია მეორეს 41 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

ტრადიცია თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა ტრადიციას საფუძველი შობადობის გაზრდისა და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩაუყარა.

ყველა ახალი ამბავი
0