ირანული ტელეარხი ამერიკის სამხედრო ბაზებზე შეტევის კადრებს ავრცელებს – ვიდეო

გამოწერა
ირანულმა ტელეარხმა Press TV-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევაა აღბეჭდილი.

8 იანვრის ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ოპერაციას იწყებდა და ერაყში, ერბილეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შეუტია „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით.

ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ შეტევის შედეგად 80 ადამიანია დაღუპული, რის პასუხადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ არის.

ამასთან, ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ამერიკულ ბაზებზე შეტევას „შეერთებული შტატებისთვის ალიყური“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკულმა არმიამ რეგიონი უნდა დატოვოს.

ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ არ გამორიცხა დამატებითი ზომების გატარება აშშ-ის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ თეირანის ნაბიჯები ვაშინგტონის ქმედებების პროპორციული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0