22:41 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
ვიდეო

ანგელოზი ბავშვები და ბიბლიური პერსონაჟები: ალილო თბილისში - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
86 0 0
© Sputnik / Sergey Sitnikov.

თბილისში ყოველწლიური საშობაო მსვლელობა ალილო გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გაიმართა მასშტაბური საზეიმო ღონისძიება დედაქალაქის ცენტრში

მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ, რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. გზაში მსვლელობის მონაწილეებს ეგებებოდნენ რიგითი მოქალაქეები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც მათ საჩუქრებს ჩუქნიდნენ.

ალილოს ისტორია უკვე 15 ასწლეულს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება - თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობას, რაც მომდევნო დღეებში გადანაწილდება უპოვრებზე, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე და მოხუცთა თავშესაფრებზე.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები