01:06 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
ვიდეო

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
7510

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში 1941 წელს დაბადებული ი.ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე მიაკვლიეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში. პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა ბრალდებული ზ.დ.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები