საპროტესტო აქციები საქართველოში: დაპირისპირება ოპოზიციასა და პოლიციას შორის

გამოწერა
ოპოზიცია და ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები დილიდან შეუდგნენ საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას, რითიც უზენაეს სასამართლოში არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას აპროტესტებენ. იხილეთ ვიდეოში, თუ რა ხდებოდა დილიდან პარლამენტთან.

აქცია სახელწოდებით „არა არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს“ საკმაოდ ხმაურიანად ჩატარდა, პერიოდულად ხდებოდა პოლიციასთან დაპირისპირებებიც.

ამ დროისათვის უკვე დაკავებულია აქციის 12 მონაწილე. მათ ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.

პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები – გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტაძე და სხვები.

ოპოზიცია განაგრძობს პარლამენტის დეპუტატების სტვენით გაცილებას. აქტივისტების ჯგუფები შენობის ყველა შესასვლელთან დგანან.

 

ყველა ახალი ამბავი
0