ციტრუსების სამოთხე: ქართული მანდარინი საზღვარგარეთ იგზავნება – ვიდეო

გამოწერა
მანდარინის პლანტაციები აჭარის სიამაყეა, წელს აქ 40 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. მანდარინი საქართველოდან იგზავნება რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, ყაზახეთში...

„ოქროს რთველი“ აჭარაში დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება – სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით. მთელი ამ დროის განმავლობაში ბათუმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ფერმერებს, საწარმოებსა და ექსპორტიორებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის უცვლელად ლიდერობს რუსეთი, სადაც გასულ წელს 20 ათას ტონაზე მეტი ქართული მანდარინი გაიგზავნა. ამან საერთო მოსავლის ერთი მესამედი შეადგინა.

წელს მანდარინით სავსე სატვირთოები აჭარიდან რუსეთისკენ ყოველდღე გაემართებიან. ახალ წელს ქართული მანდარინით შეხვდებიან მეზობელ ერევანსა და ბაქოშიც, ასევე შორეულ ნურ-სულთანში.

 

ყველა ახალი ამბავი
0