ოპოზიცია უგულავას, ვაშაძისა და ბოკერიას მეთაურობით ხმაურიან აქციას მართავს მცხეთაში

გამოწერა
ოპოზიციის აქტივისტებმა გიორგი ვაშაძის, გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას მეთაურობით კვლავ ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს სამშაბათს მცხეთაში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან

ორშაბათს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში გამართული საპროტესტო აქციის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ოპოზიციის აქტივისტები უსტვენდნენ დეპუტატს. ადგილზე მისული „ოცნების“ მომხრეები კი აქციის წევრებს დაუპირისპირდნენ. შეტაკების მონაწილეებს პოლიცია აშველებდა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც, თუმცა მიტინგიდან მოშორებით ისინი მალევე გაათავისუფლეს.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი დეპუტატია მმართველი პარტიიდან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტს. მომხდარის გამო ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში.

ქართული ოპოზიცია 14 ნოემბრიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგება დეპუტატების არჩევას მაჟორიტარულ ოლქებში. მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის 73 დეპუტატი მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევა, 77 კი - პარტიული სიებით.

ყველა ახალი ამბავი
0