პოლიციის ძალების კონცენტრაცია პარლამენტის შენობასთან 26 ნოემბერს – ვიდეო

გამოწერა
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პოლიციისა და სპეცრაზმის დამატებითი ძალები გადაიგზავნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ როგორ კონტროლდება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.

ოპოზიციამ ორშაბათიდან პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტა, რათა სამშაბათს მმართველი პარტიის დეპუტატატები პლენარულ სხდომაზე არ დაეშვათ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბევრი მათგანი აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.

26 ნოემბერს, გამთენიისას პოლიციამ მომიტინგეები პარლამენტის შენობის შესასვლელებიდან განდევნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაციის მსვლელობისას სამი დაშავებულისა და 28 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სამშაბათს დილიდან პარლამენტის შენობასთან არეულობის თავიდან აცილების მიზნით პოლიციის დამატებითი ძალებია კონცენტრირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0