ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან მანქანებს არ უშვებს – ვიდეო

გამოწერა
ოპოზიცია, პოლიციის კორდონების მიუხედავად, კვლავინდებურად ცდილობს პარლამენტისკენ მიმავალი გზების ბლოკირებას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გადაკეტეს პარლამენტისკენ მიმავალი ქუჩა მომიტინგეებმა.

ოპოზიციამ ორშაბათიდან პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტა, რათა სამშაბათს მმართველი პარტიის დეპუტატატები პლენარულ სხდომაზე არ დაეშვათ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბევრი მათგანი აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა. 26 ნოემბერს, გამთენიისას პოლიციამ მომიტინგეები პარლამენტის შენობის შესასვლელებიდან განდევნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაციის მსვლელობისას სამი დაშავებულისა და 28 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ყველა ახალი ამბავი
0