საქართველო ხელის გულზე: საჰაერო ბურთით ალაზნის ველის თავზე – ვიდეო

გამოწერა
ალაზნის ველი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. „Sputnik-საქართველოს“ ოპერატორი არ შეუშინდა საჰაერო ბურთით ფრენას და სიმაღლიდან გადაშლილი ხედები გაგვიზიარა.

ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან საქართველოს დათვალიერება ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – ძვირი სიამოვნების მისაღებად მთავარია მტკიცე ნერვები.

საჰაერო ბურთები ალაზნის ველზე ჩვეულ მოვლენად იქცა. თუმცა ჯერჯერობით მასზე ფრენას უფრო უცხოელები ბედავენ. ფრენის ორგანიზატორების თქმით, ადგილობრივებშიც უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა – საჰაერო ბურთით ფრენა საქართველოში პოპულარული ხდება.

სანამ გაფრენას გადაწყვეტთ, ჩვენთან ერთად იხილეთ, თუ რა ხედები იშლება კახეთში სიმაღლიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0