ავარია ხობში: მაშველებმა გადაბრუნებული სატვირთოდან მძღოლი გადმოიყვანეს – ვიდეო

გამოწერა
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავარია მოხდა – გზაზე გადაბრუნდა სატვირთო ავტომობილი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გადმოჰყავთ მაშველებს მძღოლი დაზიანებული სატვირთოდან.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც გადატრიალდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ავარიის გამო დროებით შეიზღუდა. დაზარალებული მძღოლი სატვირთოდან მაშველებმა გამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0