აფეთქება თბილისში: დანგრეული ბინები, გაგლეჯილი ბეტონის კონსტრუქციები

გამოწერა
თბილისში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ინციდენტი დილით, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, როდესაც კორპუსის მცხოვრებთა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა. აფეთქების შედეგად სერიოზულად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მეზობელ შენობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა, ხოლო სამშენებლო კონსტრუქციის ნამტვრევები ათობით მეტრზე გაიფანტა.

როგორც დადგინდა, კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინის მფლობელს კუსტარულად ჰქონდა დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი. საშიშროების თაობაზე სპეციალისტებს ის არაერთხელ ჰყავდათ გაფრთხილებული, მაგრამ ბინის პატრონმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0