„თბილისობა“ დრონიდან: როგორ აღნიშნავს დედაქალაქი თავის დღეს - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში შაბათს დაიწყო შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული - „თბილისობა-2019“. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს

საქართველოს დედაქალაქში შაბათს დაიწყო შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული - „თბილისობა-2019“. უყურეთ Sputnik-საქართველოს დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს

სადღესასწაულო ღონისძიებები წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

„თბილისობას“ 1979 წლიდან აღნიშნავენ. ეს დღესასწაული არ გამართულა თბილისისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს - 1989-1994 წლებში, თუმცა შემდგომში ტრადიცია აღდგა და ახლა თბილისელებმა უკვე იციან, თუ „თბილისობა“ არის, ესე იგი ყველაფერი კარგად არის.

2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის პირველ უქმეებზე, და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0