რთველი – როგორც ცხოვრების სტილი: „ვაზის ქორწილი“ კახეთში

გამოწერა
კახეთში რთველმა პიკს მიაღწია. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს „ვაზის ქორწილი“

კახეთში რთველმა პიკს მიაღწია. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს „ვაზის ქორწილი“.

რთვლობა საქართველოში ლამის ისევე უყვართ, როგორც ახალი წელი ან საკუთარი დაბადების დღე. ეს ხომ შესანიშნავი საბაბია ნათესავ-მეგობრების თავმოსაყრელად და მოსავლის აღების აღსანიშნავად; მოსავლისა, რომელიც კახეთის მოსახლეობის შემოსავლის უმთავრესი წყაროა.

წელს კახელები სხვადასხვა ჯიშის ყურძნის 200-250 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. ამ დროისათვის ყოველდღიურად 9 ათასი ტონა ყურძენი მუშავდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. 

მოსავლის დიდ ნაწილს მოსახლეობა ღვინის ქარხნებს აბარებს, ყველაზე საუკეთესო ნაწილს კი ოჯახებში იტოვებენ ქვევრებში ღვინის დასაყენებლად.

ყველა ახალი ამბავი
0