09:25 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
ვიდეო

ნიუ-იორკში პატივი მიაგეს 2001 წლის 11 სექტემბრის მსვერპლთ – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. იხილეთ მანათობელი ინსტალაციის კადრები, რომელმაც მეგაპოლისის ჰორიზონტი გაანათა.

ნიუ-იორკის მკვიდრნი შეიკრიბნენ ადგილზე, სადაც ოდესღაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგა, რათა პატივი მიეგოთ ტერაქტის დროს დაღუპულთათვის. მანათობელი ინსტალაციის Tribute in Light 88 პროჟექტორმა მეგაპოლისის ჰორიზონტი გაანათა. შუქის ორი ვერტიკალური კოლონა შენობების სიმბოლოდ გამოიყენეს.

11 სექტემბერს ტერორისტებმა გაიტაცეს აშშ-ის თვითმფრინავები. მათგან ორი ლაინერი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა, ერთი კი – პენტაგონს. შედეგად დაიღუპა დაახლოებით 3000 ადამიანი, 6000-ზე მეტი კი დაშავდა.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები