18:12 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
ვიდეო

საოცარი აღმოჩენა: ხობში ანტიკური სტატუა იპოვეს - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
20620
© Sputnik / STRINGER

ქალაქი ხობი ისტორიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა - ოჯახმა ეზოში რემონტის დროს ანტიკური სტატუა იპოვეს. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო

მზისადარ და გიორგი წულაიამ ანტიკური სტატუის ფრაგმენტი საკუთარ ეზოში აღმოაჩინეს.

ცოლ-ქმარმა მდინარე ხობისწყაროს სანაპიროდან ქვიშა წამოიღეს. ქვიშის გადამუშავების დროს მათ ძველი ნივთი შეამჩნიეს.

ოჯახმა ადგილობრივ ისტორიკოს გიორგი ჩიტაიას მიმართა. მისი აზრით, არტეფაქტი V საუკუნეს განეკუთვნება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხობისწყაროს სანაპიროზე ანტიკურ ნივთებს პოულობენ. აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო ყელსაბამები, თიხის ჭურჭელი, სამკაულების ფრაგმენტები, მაგრამ სტატუის ნაწილი პირველად აღმოაჩინეს.

ქართველმა მკვლევარებმა აღმოჩენის ფოტოები წამყვან საერთაშორისო ექსპერტებს გაუგზავნეს. მანამდე კი არტეფაქტი ხობის (ხეთის) მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები