ნოსტალგია ბათუმურად: ქალაქში საკულტო კაფე „ფანტაზია“ აღადგინეს - ვიდეო

გამოწერა
აჭაროს დედაქალაქში ზღვის სანაპიროზე ბათუმის სავიზიტო ბარათი - ცნობილი კაფე „ფანტაზია“ აღადგინეს. მასშტაბური სარესტავრაციო და სარეკონსტრუქიო სამუშაოები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ჩაატარა. დაწვრილებით - Sputnik-სქართველოს ვიდეოში

უნიკალური არქიტექტურის კაფე ბათუმის უნივერსიტეტის მახლობლად ზღვის პირასაა განთავსებული. მისი დამფუძნებლები არიან არქიტექტორი გიორგი ჩახავა და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული ხელოვანი ზურაბ კალანდაძე.

კაფეს პროექტზე ასევე მუშაობდნენ არქიტექტორი ზურაბ ჯალაღონია და ჟურნალი „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული ხელოვანი ნოდარ მალაზონია.

კაფეს მშენებლობა დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა და 1975 წელს დასრულდა. კაფე „ფანტაზია“ გახსნის შემდეგ ყველასათვის საყვარელ ადგილად იქცა როგორც ბათუმელებისათვის, ისე დამსვენებლებისთვის. კაფე განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში.

2000 წლიდან კაფე არ ფუნქციონირებდა, თუმცა 2019 წელს მან მეორე სიცოცხლე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0