04:09 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ვიდეო

ქართველი დეპუტატები უსტვენენ და ყვირიან – კადრები პარლამენტის ხმაურიანი სხდომიდან

მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჰიმნით დაიწყო, რომელიც გამაყრუებელმა სტვენამ შეცვალა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამ სახით გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დანიშნვის შესახებ.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები, თუ როგორ გაიხსნა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესია.

ორ თვეზე მეტია რამდენიმე ათეული აქტივისტი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს. მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევაში ადანაშაულებენ. იმ ღამეს საპროტესტო აქცია, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენას მოჰყვა, არეულობაში გადაიზარდა.

მომიტინგეები პარლამენტში შეღწევას შეეცადნენ. მათ პოლიციელებს წაართვეს ფარები და ხელკეტები და ქვები და ჯოხები დაუშინეს. პოლიციელებმა აქციის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები