"ფორსაჟი 9“-ის გადაღებები თბილისში: ადრენალინი, სისწრაფე და კმაყოფილი ქართველები

გამოწერა
ასეთ რამეს თბილისელები ყოველდღე ვერ ხედავენ – ჰოლივუდის უმაღლესი დონის კასკადიორები, ძვირფასი მანქანები და თავბრუდამხვევი სიჩქარე. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო

ასეთ რამეს თბილისელები ყოველდღე ვერ ხედავენ – ჰოლივუდის უმაღლესი დონის კასკადიორები, ძვირფასი მანქანები და თავბრუდამხვევი სიჩქარე. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

ცნობილი ამერიკული ფრანშიზის – „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის საქართველოში გადაღებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

თბილისელები სიამოვნებით ადევნებენ თვალს გადაღების პროცესს. როგორც ცნობილია, Universal-მა გადაღებები დაგეგმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ასევე ძველ თბილისში და რუსთავში. გადაღებები ერთ თვეზე მეტხანს გასტანს.

მნიშვნელოვანი ფაქტი: „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოს ბიუჯეტს 32 მილიონი ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის ქირა და პერსონალის დასაქმება. ასეთი მასშტაბის გადაღებები საქართველოში ჯერჯერობით საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0