07:36 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
ვიდეო

ატამბაევის რეზიდენციის შტურმი: დაშავდა 43-ზე მეტი ადამიანი

მოკლე ბმულის მიღება
125 0 0

კოი-ტაშში სპეცრაზმელებმა ატამბაევის სახლის შტურმით აღება სცადეს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა თავდასხმის მოგერიება შეძლეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სპეცრაზმის ერთ-ერთი თანამშრომელი, დაშავდა 36 ადამიანი. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიყავთ დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში

13 ივნისს პარლამენტმა ჩამოაყალიბა სპეცკომისია, რომლის სამუშაოების შეჯამების შედეგად გამოცხადდა, რომ ატამბაევი, შესაძლოა, ექვს დანაშაულთან იყოს კავშირში. 20 ივნისს კომიტეტმა დაკავების განკარგულება გასცა და გენერალურ პროკურატურას გადასცა. 25 ივნისს გენპროკურორმა განაცხადა, რომ ექვსიდან ხუთ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არსებობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამჯერ გამოიძახა ატამბაევი დაკითხვაზე, რაც 2013 წელს კრიმინალური ავტორიტეტის - აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებას ეხებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა დაკითხვაზე წასვლაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება მისი სტატუსის მოხსნაზე უკანონოა. მან სარჩელი საკონსტიტუციო პალატაში შეიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძახებაზე საპასუხოდ იურისტმა სერგეი სლესარევმა უწყებას ურჩია ატამბაევისათვის წარედგინა შეკითხვების ჩამონათვალი, რომლებიც სასამართლო პროცესამდე წარმოიშვა. სამინისტროში ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები