აფროამერიკელები ვლაქერნობის დღესასწაულზე ქართულად გალობენ – ვიდეო

გამოწერა
ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება

ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება.

ამ დღეს ხდება კვართის გამობრძანება დადიანების სასახლის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი.

სწორედ ამ დღესასწაულზეა გადაღებული კადრები, რომელსაც აქ გთავაზობთ და რომლებზეც ჩანს, როგორი დიდი გულმოდგინებით ასრულებენ აფროამერიკელები ქართულ საგალობელს.  

გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.

469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე. ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც.

მოგვიანებით დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმიდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0