"სუხიშვილების" ცეცხლოვანი გამოსვლა თბილისში – ვიდეო ფესტივალიდან Art Gene

გამოწერა
ფესტივალი Art Gene „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის გამოსვლითა და ოვაციებით დასრულდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება

ფესტივალი Art Gene „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის გამოსვლითა და ოვაციებით დასრულდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება.

„სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტი თბილისში არც ისე ხშირად მართავს კონცერტებს, თუმცა მაყურებელი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება. ტრადიციულად, ქართული ხელოვნების ფესტივალ „არტ–გენს“ ანსამბლის გამოსვლა ხურავს. „სუხიშვილების“ მოცეკვავეები ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობენ ფესტივალში და სხვადასხვა ექსპერიმენტებსაც ატარებენ.

ფესტივალის მაყურებელმა იხილა ცეკვა „ნაბიჯის“ პრემიერა. ნაციონალურმა ბალეტმა მაყურებელს წელსაც უჩვენა ნოვატორული პროექტი „ტრანსფორმაცია“. 

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა მოცეკვავეთა ცისფერი, წითელი და ვარდისფერი სამოსი. ლამაზი პარტიები შეასრულეს როგორც ქალებმა, ისე მამაკაცებმა. ბალეტის მოვცეკვავეების მოძრაობები გაცილებით თავისუფალი გახდა, უცვლელი მხოლოდ ქართული სული და ცეკვის ხასიათი დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0