სამღვდელოება საპროტესტო აქციაზე: პარლამენტის წინ მამაოები მივიდნენ

გამოწერა
რუსთაველის გამზირი ორშაბათს ერთდროულად სამი აქციის ეპიცენტრად იქცა: იქ დღეს ტელეარხ „რუსთავი 2“-საც გმობენ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასაც მოითხოვენ და ლგბტ–პრაიდის წინააღმდეგაც გამოდიან

რუსთაველის გამზირი ორშაბათს ერთდროულად სამი აქციის ეპიცენტრად იქცა: იქ დღეს ტელეარხ „რუსთავი 2“-საც გმობენ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასაც მოითხოვენ და ლგბტ–პრაიდის წინააღმდეგაც გამოდიან.

მიუხედავად აქციის მრავალრიცხოვნობისა, რუსთაველზე მშვიდი ვითარებაა, პერიმეტრზე პოლიცია მორიგეობს, სატრანსპორტო მოძრაობა პროსპექტზე გადაკეტილი არ არის.

პარლამენტის შენობის წინ დილიდან შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ სკანდალური ეთერით იყვნენ აღშფოთებული. ტელეწმაყვანმა გიორგი გაბუნიამ უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და პირდაპირ ეთერში აგინა.

ამ სკანდალის ფონზე ლგბტქ თემმა „ღირსების მარშის“ გადადება დააანონსა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. მიუხედავად ამისა, მათმა მოწინააღმდეგეებმა მაინც გამართეს მასშტაბური კონტრაქცია თბილისის ცენტრში. პარლამენტის შენობასთან თავი მოიყარეს არა მარტო მორალის დამცველებმა, არამედ სამღვდელოების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც ლოცვა აღავლინეს იმისთვის, რომ საქართველოში მხოლოდ ტრადიციული ორიენტაციის ადამიანები ცხოვრობდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0