როგორ ჩაიარა საპროტესტო აქციების მეთექვსმეტე დღემ პარლამენტთან - ვიდეო

გამოწერა
პარასკევს საღამოს პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 200-მა ადამიანმა მოიყარა თავი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგი

პარასკევს საღამოს პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 200-მა ადამიანმა მოიყარა თავი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგი

პარასკევს აქცია მშვიდ გარემოში ჩატარდა. დაახლოებით 200 მომიტინგე კვლავ შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა. პარლამენტთან ასევე იდგა კარვები, რომლებშიც რამდენიმე ადამიანი კვლავ შიმშილობს. სიახლოვეს მორიგეობდა სასწრაფო დახმარების რეანომობილებიც.

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს.

არეულობისა და აქციის დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. იმ ღამეს 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

მასობრივი აქციის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან მიტინგი ყოველდღე იმართება. მისი მონაწილეები შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

თავად გახარიამ ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და პოლიციის ქმედებების ლეგიტიმურობაზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესისათვის რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ გახარიას გადადგომა არ განიხილება, მეტიც, მას სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვისათვის მადლობაც გადაუხადეს.

აქციები საქართველო-რუსეთის ურთოერთობების მკვეთრი დაძაბვის ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე გაჟღერებული ანტირუსული ლოზუნგებისა და ქვეყნის პირველი პირების კომენტარების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან ფრენების გაუქმება გადაწყვიტა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი საქართველოში მოგზაურობის განცხადებების მიღება შეწყვიტეს.

ყველა ახალი ამბავი
0