თბილისში მშენებარე ეკლესია დაწვას გადაურჩა – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
ოთხშაბათს, გვიან საღამოს ორი სახანძრო ბრიგადა ოპერატიულად მივიდა ხანძრის ჩასაქრობად ვახუშტის ხიდთან მშენებარე ეკლესიის ტერიტორიაზე. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან

ოთხშაბათს, გვიან საღამოს ორი სახანძრო ბრიგადა ოპერატიულად მივიდა ხანძრის ჩასაქრობად ვახუშტის ხიდთან მშენებარე ეკლესიის ტერიტორიაზე. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

აგლაძის ქუჩაზე მშენებარე ეკლესიის ტერიტორიაზე ხის საწყობი და სამშენებლო მასალები აალდა. მეხანძრე-მაშველებმა და პოლიციამ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. ისინი ხანძრის გაჩენიდან ძალიან მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და მისი ლიკვიდაცია შეძლეს. მშენებარე ეკლესიის მახლობლად ავტოგასამართი სადგური და საცხოვრებელი სახლებია, ასევე ავტოსარემონტო სახელოსნოები და ავტოსადგომები. ხანძარი ათ წუთში ჩააქრეს. არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზები ირკვევა.

ყველა ახალი ამბავი
0