09:26 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
ვიდეო

პროტესტის კვირა თბილისში: საქართველოს პარლამენტთან მიტინგი განახლდა

მოკლე ბმულის მიღება
77 0 0
© Sputnik / Shota Nozadze

უკვე ერთი კვირაა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. ყოველ საღამოს პარლამენტის შენობასთან ასობით და ათასობით ადამიანი იყრის თავს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა ხდება პარლამენტთან ახლა

საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა.

მომიტინგეები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის გადადგომას, შემდეგ კი პარლამენტში შეღწევა სცადეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში რჩება ათი ადამიანი, ორი მათგანი რეანიმაციაშია.

ამით საპროტესტო აქციები არ დასრულებულა, მეტიც - მოთხოვნები გაიზარდა. მომიტინგეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე და ითხოვენ შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომას, არეულობის დროს დაკავებულების გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას, რომლების მხრიდანაც ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის გადადგომას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პირველი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია, მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით პარლამენტი კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას აპირებს.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები