საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

გამოწერა
რუსეთის პოლიტიკისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შაბათს საღამოს საპროტესტო აქცია განახლდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ დაიწყო მიტინგი

რუსეთის პოლიტიკისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შაბათს საღამოს საპროტესტო აქცია განახლდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ დაიწყო მიტინგი

ჯერ-ჯერობით პარლამენტთან დაახლოებით ორი ათასი ადამიანია და მათი რაოდენობა იზრდება. გუშინ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში. აქციის მსვლელობისას რუსთაველის გამზირზე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა - ხალხმა დაიკავა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

მომიტინგეები რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებდნენ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ისმოდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნები, აქციაზე ასევე ითოხვდნენ შს მინისტრისა და სხვა ჩინოვნიკების გადაყენებას. ქართველ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს - აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ ეკუთვნიან არცერთ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას.

აქცია, რომელიც ათობით საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მშვიდობიანად ჩატარდა. ტერიტორიაზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი, ხელისუფლებას არ უცდია აქციის დაშლა, როგორც ეს წინა ღამით მოხდა. რუსთაველზე მორიგეობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მომიტინგეთა შორის ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0