მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში - რა ხდებოდა პარლამენტთან 2019 წლის 21 ივნისს

გამოწერა
თბილისში 20 ივნისს მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, მართლმადიდებლობის პარლმანტთშორისი ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში მივიდა სხვა დელეგატებთან ერთად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა

აღნიშნულს მოჰყვა მოსახლეობის უკმაყოფილება, რაც საპროტესტო აქციიდან საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა.

პოლიცია იძულებული გახდა სპეცსაშუალებები, რათა დაეშალა მომიტინგეები.

21 ივნისს სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია დაიწყეს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ, შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტის შენობასთან, სადაც გვიან ღამემდე განაგრძეს აქცია.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება სათავეში ჩასდგომოდნენ მიტინგს. თბილისის ყოფილი მერი - გიგი უგულავა აქციიდან ბოთლების სროლით გააძევეს.~

მიტინგი გვიან ღამით მშვიდობიანად დაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები შაბათ საღამოს კვლავ აპირებენ შეკრებას.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.

ყველა ახალი ამბავი
0