მომიტინგეებმა პარლამენტთან თბილისის ყოფილ მერს - გიგი უგულავას ბოთლები დაუშინეს

გამოწერა
პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აქციიდან გააძევეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აქციიდან გააძევეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან

მანამდე სიტყვით გამოსვლის მცდელობის დროს მომიტინგეებმა სტვენით გააცილეს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ არიან არცერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები. სიტყვით გამოსვლის დროს მომიტინგეები უნდობლობას უცხადებნენ ხელისუფლებას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, ასევე მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. „ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ხელისუფლება!“, - აცხადებდნენ ისინი. გვიან ღამით პარლამენტთან ხალხის რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, თუმცა მიტინგი გაგრძელდა. ამ დროისათვის გამზირზე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0