წყლის ჭავლი პარლამენტის შენობასთან - მომიტინგეები არ იშლებიან

გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის დასაშლელად გამკცრებულ ზომებს მიმართა. როგორც ცნობილია, მომიტინგეები კანონის ფარგლებს გასცდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენათა ეპიცენტრიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის დასაშლელად გამკცრებულ ზომებს მიმართა. როგორც ცნობილია, მომიტინგეები კანონის ფარგლებს გასცდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენათა ეპიცენტრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მიტინგი დაშალეს. ოპერაციის მსვლელობისას პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

ბოლო მონაცემებით, დაშავდი აქციის 30 მონაწილე და 39 პოლიციელი, განაცხადა საქართველოს პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ.

ხუთშაბათს რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ მომიტინგეებს მრავალჯერ მოუწოდა კანონის ფარგლებში მოქმედებისაკენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა. მომიტინგეების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ბევრი მათგანი ადგილზე დარჩა, მეტიც, მათ განაგრძეს პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ჯოხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.

საპროტესტო აქციის პროვოცირების მიზეზი საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გახდა მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის პრეზიდენტის ამპლუაში.

ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატეს. ხელისუფლებამ მოვლენები ღონისძიების ორგანიზატორების პროტოკოლში გაპარული შეცდომით განმარტა.

ყველა ახალი ამბავი
0