არეულობა თბილისში: მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს

გამოწერა
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს, რომლებიც მათ პარლამენტის ეზოში არ უშვებდნენ, ქვები დაუშინეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს, რომლებიც მათ პარლამენტის ეზოში არ უშვებდნენ, ქვები დაუშინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და სპეცსაშუალებები გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარეობს აქციის მონაწილეების დაკავება.

საპროტესტო აქციის პროვოცირების მიზეზი საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გახდა მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის პრეზიდენტის ამპლუაში.

ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატეს. ხელისუფლებამ მოვლენები ღონისძიების ორგანიზატორების პროტოკოლში გაპარული შეცდომით განმარტა.

ყველა ახალი ამბავი
0