პოლიციამ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა

გამოწერა
პოლიციის თანამშრომლებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენების ეპიცენტრიდან

პოლიციის თანამშრომლებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენების ეპიცენტრიდან

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი რამდენიმე საათიანი დაძაბულობის შემდეგ გამოიყენა. მომიტინგეები პერიოდულად ცდილობდნენ კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობაში შეჭრას, სადაც ამ დროისათვის იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და ჟურნალისტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მანამდე მომიტინგეების კანონის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენებაზე ისაუბრა.

საპროტესტო აქციის პროვოცირების მიზეზი საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გახდა მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის პრეზიდენტის ამპლუაში. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატეს. ხელისუფლებამ მოვლენები ღონისძიების ორგანიზატორების პროტოკოლში გაპარული შეცდომით განმარტა.

ყველა ახალი ამბავი
0