ცხრა წლის „ქართველმა მოცარტმა“ პირველი კონცერტი დედის ხსოვნას მიუძღვნა - ვიდეო

გამოწერა
14 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა წლის პიანისტისა და კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ წარსდგა ნიჭიერი მოზარდი მსმენელის წინაშე

14 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა წლის პიანისტისა და კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ წარსდგა ნიჭიერი მოზარდი მსმენელის წინაშე

ცოტნე ზედგინიძემ, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველმა ქართველი მოცარტი შეარქვა, თავისი პირველი კონცერტი დედის - ირინა სულხანიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

„ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა, რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი! მიყვარს! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!” - ასე დაწერა ნიკოლოზ რაჭველმა პატარა გენიოსზე.

ამ პოსტმა და ვიდეომ, სადაც ცოტნე საკუთარ ნაწარმოებს ასრულებს, სოციალურ ქსელებში მცირე ინტელექტუალურ-კულტურული შოკი მოახდინა.

ცოტნეს აღმზრდელი ბებიას აზრით, რომელიც პროფესიით მუსიკოსია, ბავშვის ფანტაზიებისთვის ზიანი რომ არ მიეყენებინა, მისი შესაძლებლობები ჩარჩოში არასოდეს ჩაუსვამს. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მაყურებლის აპლოდისმენტებით დაბნეულ, მაგრამ ძალიან ბედნიერ ცხრა წლის კომპოზიტორს, ალბათ მისი ცხოვრების პირველი კონცერტი არასოდეს დაავიწყდება...

ყველა ახალი ამბავი
0