23:12 15 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
ვიდეო

ბეგი ცოლის მოლოდინში - როგორ ცხოვრობს ბეჰემოთი, რომელიც თბილისის წყალდიდობისას გადარჩა

მოკლე ბმულის მიღება
22930
© video: Sputnik . Alex Shlamov / Shota Nozadze

ბეჰემოთი ბეგი, ალბათ, თბილისის ზოოპარკის ყველაზე ცნობილი ბინადარია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ცხოვრობს დღეს ცხოველი, რომელმაც ოთხი წლის წინ, თბილისის წყალდიდობის დროს უმოკლეს დროში მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა

ბეგის ყველა სიყვარულით ეპყრობა - თბილისის ზოოპარკის პერსონალიც და მისი მრავალრიცხვოვანი სტუმრებიც. დღეს ბეგი მშვიდად ცხოვრობს, ბანაობს აუზში, ჭამს კომბოსტოს ფურცლებს, კარტოფილს, და ისვენებს. ბეგის ცხოვრება დღეს არაფრით არ განსხვავდება ზოოპარკის სხვა ბინადართა ცხოვრებისგან. ის კარგად იკვებება, მას უვლიან და პატრონობენ.

თუმცა ასე მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება ოთხი წლის წინ უეცრად შეწყდა, ბეჰემოთი კინაღამ დაიღუპა. 2015 წლის 13 ივნისის ღამეს ძლიერი წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკი ფაქტიურად განადგურდა, ბეგი სასწაულებრივად გადარჩა.

ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგვეცნო ბეგი და მასთან გადამღები ჯგუფი წარვგზავნეთ. გაირკვა, რომ ბეგი ახლა უკვე იმ ასაკშია, როდესაც მას მეორე ნახევარი ჭირდება. მას უკვე 20 წელი შეუსრულდა. თუმცა მისი ვოლიერის ზომები ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას არ იძლევა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ორი ბეჰემოთისათვის საჭირო ვოლიერის აშენების სახსრების ძიებაშია. შემდეგ, შესაძლოა, ბეგის რიგიდან „საცოლეც“ ჩამოუყვანონ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები