04:12 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
ვიდეო

13 ივნისის წყალდიდობა: კატასტროფის შემაძრწუნებელი კადრები

მოკლე ბმულის მიღება
208 0 0

2015 წლის 13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწით, ქვებითა და ხეებით სავსე წყლის დიდი მასა ღამის თბილისში შემოიჭრა. დაიტბორა ქალაქის ცენტრი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრებში წყალდიდობის შედეგები.

პირველი დარტყმა საკუთარ თავზე სვანიძის ქუჩაზე თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარმა მიიღო, სადაც უამრავი ძაღლი და 10 დათვი ცხოვრობდა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ცხოველების გადასარჩენად ყველაფერი იღონეს, მაგრამ წყლის დიდი ნაკადის გამო მათ ყველა ცხოველის გადარჩენა ვერ შეძლეს. წყლის დონე უფრო და უფრო მატულობდა, რის გამოც სვანიძის ქუჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლები გაუნადგურდა.

მდინარე ვერეს ადიდებას ემსხვერპლა ხალხი, რომლებიც ახალ შემოვლით გზაზე იმყოფებოდნენ. ათობით ავტომობილი დაზიანდა და განადგურდა. ყველამ ვერ შეძლო ავტომობილის დატოვება. ამ დროს წყალი გაუჩერებლად მიედინებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა „მზიურსაც“ და თბილისის ზოოპარკსაც, სადაც ბევრი ცხოველი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერიდან გამოღწევა შეძლო და ქალაქში გამოვიდა.

წყალდიდობის ბოლო წერტილი გმირთა მოედანი და მიმდებარე ტერიტორია იყო, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი. წყალმა გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემები. წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.

დაიღუპა 21 ადამიანი, კიდევ ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები