ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა თბილისში აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს – ვიდეო

გამოწერა
თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მომიტინგეები მოითხოვდნენ ლგბტ იდეისა და ლგბტ-ორგანიზაციების პროპაგანდის მხარდაჭერის შეწყვეტას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მომიტინგეები მოითხოვდნენ ლგბტ იდეისა და ლგბტ-ორგანიზაციების პროპაგანდის მხარდაჭერის შეწყვეტას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

ათობით ადამიანმა მოიყარა თავი საპროტესტო აქციაზე აშშ-ის საელჩოსთან. მისმა მონაწილეებმა აქციის გამართვა ამერიკის დიპლომატიურ მისიასთან გადაწყვიტეს, ვინაიდან, მათი მტკიცებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში ლგბტ იდეებს და ეს უნდა შეჩერდეს.

როგორც მომიტინგეები აცხადებდნენ, ისინი ოჯახური ურთიერთობების ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ და პროტესტს გამოთქვამენ დაგეგმილი „ლგბტ პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ, რომელიც 18-23 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამ ღონისძიებების ორგანიზატორი, როგორც ქართული მასმედია იუწყება, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ იქნება.

კერძოდ, კვირეულის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ლგბტ საზოგადოების პრობლემებსა და ქართველ ხელისუფალთა პოლიტიკას ამ მიმართულებით, გაიმართება ფრანც კაფკას სპექტაკლ „გარდაქმნის“ ჩვენება, „ღირსების მარში“ (ორგანიზატორების თქმით, მარში არ იქნება დღესასწაულის, აღლუმის ან კარნავალის მსგავსი) და დახურული ღონისძიება - Pride Party, რომელიც კვირეულს დახურავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0