05:28 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ვიდეო

ჟურნალისტმა სიცოცხლისთვის საშიში წყლის გამაცხელებელი ჩახსნა – სამუშაო დღე „ყაზტრანსგაზში“

მოკლე ბმულის მიღება
47620
© Sputnik / Alex Shlamov

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი კიდევ ერთხელ ახალ ამპლუაში გვევლინება და ვნახოთ, რატომ დაუკავშირა შეცვლილი პროფესია „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტს და როგორია გაზის ზეინკლის ერთი სამუშაო დღე.

პროფესია, რომლის საქმიანობაც ძალიან ჰგავს „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტს – რეალურია. აქაც ყველაფერი სუსხიანი ზამთრიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად გრძელდება...

სამუშაო დღე გეგმიური შემოწმებით დავიწყეთ. პირველ ოჯახში მისულებს ღია წვის წყლის გამაცხელებელი დაგვხვდა, რომელიც დახურულ სივრცეში კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ბუნებრივი აირის გარეშე, მაგრამ გაზი რომ გაზრდილი საფრთხის წყაროა, მით უფრო მაშინ, როცა სპეციალისტის გარეშე ვცდილობთ დანადგარის დამონტაჟებას, სიახლეს არ წარმოადგენს. სიცოცხლისთვის საშიშია და ჩვენც, რა თქმა უნდა, დანადგარი ჩავხსენით.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩახსნეს.

მიმდინარე წელს კი: იანვარი – 2 381; თებერვალი – 2 552; მარტი – 2 915; აპრილი – 7 281.

აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მობინადრეებს, თუმცა ზოგს ამის გაგება არ უნდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბონენტებს სახლის კარი არ გაუღიათ და ქალი თუ კაცი ზეინკალი სახლში არ შეუშვიათ. რატომ? ვინ იცის...

მეტი ვიდეო

მთავარი თემები