დატბორილი სარდაფები და დაზიანებული ავტომობილები: ჟვანიას მოედანზე მილი გასკდა – ვიდეო

გამოწერა
თბილისში, ჟვანიას მოედანზე ცენტრალური მაგისტრალური მილი გასკდა, რის გამოც დაიტბორა სარდაფები და დაზიანდა ავტომობილები

თბილისში, ჟვანიას მოედანზე ცენტრალური მაგისტრალური მილი გასკდა, რის გამოც დაიტბორა სარდაფები და დაზიანდა ავტომობილები.

ადგილზე დაიწყო წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ადგილობრივების თქმით, გამთენიისას აფეთქების მაგვარი ხმა გაიგონეს, რასაც მიწიდან წყლის დიდი ნაკადის ამოფრქვევა მოჰყვა.

კადრებში ჩანს ორი ავტომობილი, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაზიანდა.

წყლის გამანაწილებელ კომპანია „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერში“ (GWP) აცხადებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება საღამოს 18:00 საათზე აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0