18:57 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
ვიდეო

ტრაგედია ტყიბულში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან, სადაც მუშა დაიღუპა

მოკლე ბმულის მიღება
140 0 0
© Sputnik / STRINGER

ტყიბულის ქვანახშირის კარიერში მიწის ჩამოშლის გამო მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

იმერეთის რეგიონში ტრაგედია მოხდა. ქვანახშირის შახტაში, რომელშიც უკვე ერთი წელია სამუშაოები შეწყდა, მიწის ჩამოშლას 55 წლის მუშა ემსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები ორშაბათიდან მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რაც ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომპანია „საქნახშირში“ ადასტურებენ, რომ დაღუპული მათთან იყო დასაქმებული, მას ელექტრომატარებლის მემანქანის პოზიცია ეკავა და ორშაბათს დასვენების დღე ჰქონდა. მამაკაცი კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა.

კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისიდან შეჩერებულია, შესაბამისად, შეჩერებულია კერძო პირებთან შეთანხმებები შახტაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. შემთხვევის შემდეგ „საქნახშირმა“ სამართალდამცველებს კარიერების კონტროლისკენ მოუწოდა, რათა არავინ შევიდეს შიგნით უკანონოდ და არ სცადოს ქვანახშირის მოპოვება. მსგავსი რამ უკვე არაერთხელ მომხდარა.

ტყიბულის 25 შახტა ტრაგედიების სერიის შემდეგ დაიხურა. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მუშა დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს – ორი, ხოლო 2018 წლის 16 ივლისს – ოთხი.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები