05:53 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
ვიდეო

ჭიათურაში გაფიცვა გრძელდება: ვიდეო შიმშილობის აქციიდან

მოკლე ბმულის მიღება
ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ (9)
70 0 0
video : Sputnik / Anna Anastasiadi, Vladimir Umikashvili

ჭიათურელმა მაღაროელებმა, ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და კამერაზე აღბეჭდა, რა ხდება აქციაზე და რას აპროტესტებენ  მაღაროელები.

მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტების ასობით თანამშრომელი უკვე მეცხრე დღეა, უარს ამბობს სამსახურში გასვლაზე. მათი ნაწილი ჭიათურის ცენტრში მეშვიდე დღეა შიმშილობს და ხელფასების მომატებასა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვს.

მაღაროელებმა რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში ორი კარავი ჩადგეს და მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.

მოთხოვნები ოთხი პუნქტისგან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

„ეს სამუშაო ძალიან ძვირად გვიჯდება და უკეთეს პირობებს ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ უკეთეს კვებას, ვიმსახურებთ ისე მოგვექცნენ, როგორც ადამიანებს და არა როგორც ცხოველებს. გვჯერა, რომ ჩვენ მშობლიურ ქალაქში ვითარების შეცვლას შევძლებთ, რადგან გვინდა ჭიათურა განვითარდეს... პირველად ვხედავ, რომ მთელი ქალაქი ასე ერთხმად გვიჭერდეს მხარს. ჩვენ შევძლებთ ქალაქის მომავლის შეცვლას. ეყოფათ ჯიბეების გასქელება, მილიონებს ჭამენ, ჩვენ კი ყოველდღე სიცოცხლის რისკის ფასად ვმუშაობთ", – აღნიშნა იაკობაშვილმა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" აქციის მონაწილეებმა და ქიმიური და სამთო-მეტალურგიული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ნეფარიძემ განუცხადა. თუმცა აქციაზე ეს ადამიანი ამჟამად არ იმყოფება.

გაფიცულები ერთხმად აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში ყოველ მომდევნო დღეს თითო მაღაროელი ამოიკერავს პირს.

აღსანიშნავია, რომ მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტის ოპერატორი „ჯორჯიან მანგანეზი"მიიჩნევს, რომ გაფიცული მაღაროელები უკვე კანონის ფარგლებს სცდებიან.

 

თემები:
ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ (9)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები