„გასინჯეთ თურქული ჩაი!“ ანუ სტამბულის ნაჭერი თბილისში

გამოწერა
ადემ და ზეხრა გიუნგიორები საქართველოში სტამბულიდან ჩამოვიდნენ და უკვე რვა წელია, თბილისში ცხოვრობენ. „Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი წყვილს ესტუმრა

ადემ და ზეხრა გიუნგიორები საქართველოში სტამბულიდან ჩამოვიდნენ და უკვე რვა წელია, თბილისში ცხოვრობენ. „Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი წყვილს ესტუმრა.

ზეხრამ მათ აჩვენა, როგორ კეთდება ნამდვილი თურქული ჩაი. ზეხრა თურქეთის ქალაქ გირესუნის ჩაის ანიჭებს უპირატესობას.

თურქული ჩაის დასაყენებლად სპეციალური ორსართულიანი ჩაიდანია საჭირო. მის ქვედა ნაწილში წყალი დუღდება, ხოლო ზედა ნაწილი ფერის დასაყენებლად გამოიყენება.

ზეხრა ჩაიდნის ზედა ნაწილში ორ სუფრის კოვზ ჩაის ყრის, შემდეგ კი მდუღარეს ასხამს. ასე აყენებს ის ჩაის ფერს.

თურქული ჩაი ცეცხლზე 15 წუთზე მეტხანს არ უნდა იდგეს.

თურქები ჩაის პატარა, გამჭვირვალე და წელში გამოყვანილი ჭიქებით სვამენ. თურქები ამბობენ, რომ ასეთი ფორმის ჭიქა უფრო დიდხანს ინახავს სასმელს ცხლად.

ზეხრა ჭიქაში ფერს „წელამდე“ ასხამს, მერე კი მეორე ჩაიდნიდან ამატებს მდუღარეს. თურქები დღეში საშუალოდ ხუთიდან თორმეტ ჭიქამდე ჩაის სვამენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0