რუსთავში ავარიაში სამი ავტომობილი დაიმტვრა – თვითმხილველის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
რუსთავის მე-17 მიკრორაიონში დიდი ავარია მოხდა. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე

რუსთავის მე-17 მიკრორაიონში დიდი ავარია მოხდა. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე.

რუსთავის ერთ-ერთ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა: კროსოვერი BMW X5, უნივერსალი Mercedes და Toyota Vitz. დაშავებულთა დასახმარებლად ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მეხანძრე-მაშველები. ავარიის ადგილი პოლიციამ ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების მიზნით შემოფარგლა. შეჯახების შედეგად დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი ავტომობილი, Toyota Vitz სავალი ნაწილიდან გაზონზე გადავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0