ცხვრის ფარამ მთელი გზა დაიკავა და „საცობი“ გამოიწვია – ვიდეო

გამოწერა
თბილისის შემოვლით გზაზე ცხვრების დიდმა ფარამ ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა. იხილეთ სახალისო ვიდეო, თუ რის გადაღება შეძლო თვითმხილველმა

თბილისის შემოვლით გზაზე ცხვრების დიდმა ფარამ ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა. იხილეთ სახალისო ვიდეო, თუ რის გადაღება შეძლო თვითმხილველმა.

საქართველოს გზებზე მოძრავი მძღოლები საკმაოდ ხშირად აწყდებიან სიტუაციას, როდესაც გზას სხვადასხვა შინაური ცხოველების ფარა კვეთს. მანქანები ჩერდებიან და ატარებენ ძროხებს, ღორებს, ცხვრებს, ცხენებსა და ქათმებს. ყველაზე ხშირად ესენია ძროხების ნახირი ან ცხვრების ფარა. თუმცა ახლა თვითმხილველმა გადიღო ვიდეო, თუ როგორ გადაჰყავთ უამრავი ცხვარი ყაზბეგის მიმართულებით. ფარაში ათასობით ცხოველი იყო, რომელთაგან ნაწილი გზაზე გადავიდა. ამ ყველაფრის შედეგად წარმოიქმნა „საცობი“, რადგან მძღოლები იძულებული გახდნენ გაჩერებულიყვნენ, რათა ცხოველებს არ დაჯახებოდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0