თბილისში საიათ-ნოვა მოიგონეს – სომეხი პოეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ვარდატონი“

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში აღნიშნეს „ვარდატონ 2019“ – სომეხი პოეტისა და აშუღის საიათ-ნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება

საქართველოს დედაქალაქში აღნიშნეს „ვარდატონ 2019“ – სომეხი პოეტისა და აშუღის საიათ-ნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება.

საზეიმო ღონისძიებები წელს დაიწყო თბილისის თოჯინების თეატრის დამფუძნებლის არმენ ოვანისიანის ხელმძღვანელობით თოჯინების წარმოდგენით „იყო და არა იყო რა, იყო საიათ-ნოვა...“ ღონისძიება ქალაქის ისტორიულ ცენტრში გაიმართა.

დღესასწაულზე წარდგნენ ცეკვის ანსამბლები, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს და სომხეთის კულტურის მოღვაწეები. დღესასწაულში მონაწილეობისთვის ერევნიდან თბილისში ჩამოვიდა აშუღური სიმღერის მუსიკალური ანსამბლი „საიათ-ნოვა".

„ვარდატონი“ თბილისში პირველად 1914 წელს სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის, მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანისა და ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით გაიმართა.

მას შემდეგ დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნება თბილისში მაისის ბოლო კვირას. ამ დღეს სუბ-გევორქის ეკლესიის ეზოში დღესასწაულის მონაწილეებს მიაქვთ წითელი ვარდები საიათ-ნოვას საფლავზე და მის შემოქმედებას უსმენენ.

დღესასწაული „ვარდატონი“ ასევე ტრადიციული ხდება ერევანშიც. უკვე არაერთი წელია ეს დღე სომხეთის დედაქალაქში აშუღის მოსაგონრად აღინიშნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0