00:19 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
ვიდეო

"დავბრუნდები" - თეკლა ეკალაძე "Ты супер!"-ის ფინალში ვერ მოხვდა

მოკლე ბმულის მიღება
225 0 0
© Sputnik / STRINGER

შოუს "Ты супер!" ქართველი მონაწილე თეკლა ეკალაძე ფინალში ვერ გადავიდა, თუმცა მომზადებისა და პროექტში დაბრუნების პირობა დადო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ემზადებოდა თეკლა ნახევარფინალის წინ

ნახევარფინალში ეკალაძემ ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა.

გამოსვლამდე თეკლამ Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფისათვის მცირედი ექსკურსია გამართა და გვიჩვენა, თუ როგორ ემზადებიან ბავშვები სცენაზე გამოსვლამდე. თეკლა მოხარულია პროექტში მონაწილეობითა და მოსკოვში გამგზავრების შესაძლებლობით.

პროექტის არსებობის ორი წლის განმავლობაში შოუ 174 ნიჭიერ ბავშვს დაეხმარა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების გამოვლენასა და პროფესიონალურ მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ზოგიერმა მონაწილემ ოცნებაც აისრულა და ახლა მათ უკვე მზრუნველი მშობლები ჰყავთ. პროექტის პირველ სეზონში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოდან, რუსეთიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან და ბალტიისპირეთიდან: აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან. ასევე საკუთარი ძალები მოსინჯეს სირიელმა და გერმანელმა ბავშვებმა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები